პატივცემულო ადვოკატებო

15 ოქტომბერი 2015

ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით  იგეგმება საფეხბურთო ტურნირის ჩატარება.  გაიმართება  რიგით მეხუთე გათამაშება. ადვოკატთა ასოციაციის  პირველ ორ გათამაშებაში  გაიმარჯვა      იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდმა, ბოლო ორ გათამაშებაში   მალხაზ ლაფაჩის გუნდმა „ფორცა“. ადვოკატთა ასოციაციის ინფორამციით,  იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდი  გადის ინტენსიური წვრთნის პროცესს, რათა დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. მალხაზ ლაფაჩი ყოველ კვირას ავარჯიშებს თავის გუნდს, რათა ზედიზედ მესამედ მოიპოვოს ჩემპიონის ტიტული. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა  ტურნირის ბოლო გათამაშებაში   გელა ნიკოლეიშვილის გუნდმა, რომელმაც დაამარცხა იურიდიული დახმარების  სამსახურის საკმაოდ ძლიერი გუნდი .

გთხოვთ, მონაწილე გუნდებმა განაცხადი წარმოადგინოთ ადვოკატთა ასოციაციაში 2015 წლის 27  ოქტომბრის 17:00 საათამდე. მონაწილე გუნდების რაოდენობიდან  გამომდინარე, 27ოქტომბერს  გადაწყდება  ტურნირის ჩატარების დრო და ადგილი.  ტურნირის მსვლელობის დროს დაჯილდოვდება  საუკეთესო მეკარე, საუკეთესო ფეხბურთელი და  საუკეთესო  ბომბარდირი.

ტურნირის უცვლელი მსაჯი და ორგანიზატორი ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის მალხაზ ლაფაჩს ტურნირის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

 საკონტაქტო ტელეფონი. მალხაზ ლაფაჩი 557 559555  ზაზა ხატიაშვილი 574 33 77 77

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი